11:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 18:09:35, 1057 ნახვა

კომენტარი
იზორია: თავდაცვის განვითარების სტრატეგია საფრთხეების შეკავებაზეა ორიენტირებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ სახელმწიფო საფრთხის შემთხვევაში მტერს  თავად გაუმკლავდეს. 

მისივე თქმით, თავდაცვის განვითარების სტრატეგია საფრთხეების შეკავებაზეა ორიენტირებული.

იზორიას ინფორმაციით, სტრატეგია 4 წელზეა გაწერილი და 5 მიმართულება აქვს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სტრატეგიის ფართო განხილვა ოქტომბერში დაიწყება და მასში საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები ჩაერთვებიან.

„თავადცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, მოხდეს შეიარღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, ჰქონდეს  უნარი თავად გავუმკლავდეთ   საფრთხეების შემთხვევაში მტერს, რომ შევძლოთ საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს. ესაა თავდაცვაზე ორიენტირებული, საფრთხეების  შეკავებაზე ორიენტირებული, რომ პოტენციურ მტერს არ ჰქონდეს სურვილი თავდასხმის განხორციელების“,-განაცხადა ლევან იზორიამ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომამ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics