23:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 18:11:02, 1021 ნახვა

კომენტარი
მამუკა არეშიძე: სომხეთში კოლეგებმა მითხრეს, რომ სარგსიანმა არ იცოდა აფხაზების იქ ყოფნის შესახებ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ყარაბაღში, „დამოუკიდებლობის დღესთან“ დაკავშირებით, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის ე.წ. აფხაზეთის დელეგაციასთან შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით ერევანში ჩემს კოლეგებთან დავრეკე და სიტუაციის გარკვევა ვცადე. მათ მითხრეს, რომ წარდგენა მოულოდნელად მოხდა და სერჟ სარქისიანმა არც იცოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები იქ იმყოფებოდნენო და სომხეთის პრეზიდენტი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილა. დავიჯერე თუ არა ეს ყველაფერი, მეორე საკითხია. ასე თუ ისე, ამ ფაქტის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სომხეთის მხარემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სერიოზული ნოტა უნდა მიიღოს. ვიცი, რომ აქაური სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობა წერილს ამზადებს სიტუაციის ასახსნელად. ეს მეორე შემთხვევაა. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს მკაცრი და ჩვენს სიმართლეს სერიოზულად უნდა მივდიოთ. თუმცა, არ მგონია, ეს ყოველივე საქართველოსთვის სახიფათო იყოს. სომხეთში ძალიან დაძაბული ვითრებაა. საზოგადოება ორადაა გაყოფილი და არის რადიკალური განყობებია იგივე რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი სახიფათო არაა“, - აცხადებს არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავს. როგორც ირკვევა, საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ე.წ. დელეგაცია აფხაზეთიდანაც ჩავიდა.

„დელეგაციას" ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მან მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" 25 წელი მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics