15:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 12:47:01, 1368 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერში საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნაზე საქართველო ამოწმებს - ნახეთ როგორ უნდა აარიდონ თავი სანქცირებულ გემებს ქართველლმა მეზღვაურებმა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჯერ ჯერობით ამოწმებს ინფორმაციას  სანქცირებული რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, საქართველოს 6 მოქალაქის ყოფნის შესახებ. 

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტანკერის ეკიპაჟში, რომელიც გუშინ ამერიკულმა ძალებმა დააკავეს, რუსეთის 2, საქართველოს 6 და კიდევ სხვადასხვა ქვეყნის 20, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან.

აშშ-მ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1, აშშ-ის სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობა იტყობინება. „გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ბრძანების შესაბამისად დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეგრამ არხი World Military • ანალიტიკა  მშვიდობიანი ცურვას უსურვებს ათასობით ქართველ მეზღვაურს, რომლებიც ახლა ღია წყლებში იმყოფებიან, თუმცა მათ მარტივად შეუძლიათ გადაამოწმონ ის გემი, რომელზედაც იმყოფებიან, არის სანქციების ქვეშ თუ არა!

 1) აშშ – OFAC Sanctions List Search

OFAC Sanctions List Search (ძებნა სანქციების სიაში) – https://sanctionssearch.ofac.treas.gov/ 
 აქ შეგიძლია მოძებნო გემის სახელი ან IMO №, თუ ის არის SDN და სხვა სანქცირებულ სიებში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics