00:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-05 21:45:53, 794 ნახვა

ეკონომიკა
ჯაკო ჩარკვიანი, რომელიც მარკეტის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდა

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. ჩარკვიანის განცხადებით, მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას.

ასევე, ჩარკვიანმა ისაუბრა მომხდარზეც და განაცხადა, რომ, მაშინ, როდესაც მის ძმისშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა, ჯაკო ჩარკვიანი და მისი რამდენიმე მეგობარი სუფრასთან ისხდნენ.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, ჯაკო და მისი მეგობრები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათ გარდაცვლილი მეგობრის დედას დახმარების თხოვნაზე უარო ვერ უთხრეს.

ამასთან, ჩარკვიანი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს, რადგან როგორც ჩარკვიანი აცხადებს არ იყო „სწორი ახალგაზრდა ბიჭებისთვის დარეკვა“, როდესაც გიორგობიანს შეეძლო თავისი ნათესავებისთვის დაერეკა.

გარდა ამისა, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მანანა გიორგობიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics