10:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 17:37:20, 855 ნახვა

სამართალი
დავით სტურუას სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია აუკრძალეს - ადვოკატი

ადვოკატის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ დავით სტურუას სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციაც აუკრძალეს. 

"დავითთან რომ შევედი, ვუთხარი, მამაშენი ჩამოვიდა და პაემნის საკითხს აგვარებს-თქო და ასე მიპასუხა, რა პაემანი, მე ყველანაირი კომუნიკაცია და მიმოწერა აკრძალული მაქვსო - ტელეფონიც რომ მოვითხოვე, დარეკვა მინდა და ადვოკატთან მაინც დამარეკინეთ, რომ ვუთხრა, რა სიტუაციაში ვარო, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნის მიპასუხეს, რომ არა, შენ ყველაფერი აკრძალული გაქვსო - ეს იქნება სატელეფონო, თუ წერილობითიო". - თქვა ადვოკატმა მარიამ ჩხეიძემ.

8 ოქტომბერს სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიებით სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი 2 მუხლით წაუყენა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics