14:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 10:06:16, 1035 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის მიხედვით იმოქმედებს

უკრაინა ყოველთვის თავის კონსტიტუციასთან შესაბამისად იმოქმედებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ თავის ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ზელენსკიმ განცხადებასთან ერთად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს “ყირიმის დეკლარაცია” გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების მცდელობას და პირობას დებს, რომ თავის პოლიტიკას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება”.

"დიდი ემოციებია დღეს. მაგრამ კარგია, რომ ხუთმა ქვეყანამ შეხვედრა გამართა მშვიდობის მოსაახლოებლად. უკრაინა, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა თავიანთი შეხედულებები გააჟღერეს და პატივისცემით მიიღეს ერთმანეთის პოზიციები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მხარე არა უბრალოდ მონაწილე იყო, არამედ აზრიანი წვლილი შეიტანა. ამერიკულმა მხარემ თავისი ხედვა გააჟღერა. უკრაინამ და სხვა ევროპელებმა თავიანთი აზრები წარადგინეს და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასეთი ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს მყარ მშვიდობამდე. მადლობელი ვართ პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის თავისი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს და სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი შეერთებული შტატები, თავიანთ ძლიერ გადაწყვეტილებებთან შესაბამისად იმოქმედებენ”, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics