19:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 09:31:38, 787 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო

უკრაინამ მიიღო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, დოვილე შაკალიენე ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკრაინუილი წარმოების თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება ფრონტის ხაზზე. ეს მიწოდება, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა და რომელიც დაფინანსებული ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ, წარმოადგენს პირველ ტრანშს ისტორიული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით“, - წერს მინისტრი.

მისი განცხადებით, უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა და ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა. ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენი ვალდებულება მტკიცე და ურყევია. ამჟამად, უკრაინა ამზადებს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შემდეგ პარტიას ლიეტუვის მეორე ტრანშის ფარგლებში, იმავე ოდენობით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად“,- წერს დოვილე შაკალიენე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics