18:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 12:32:47, 1212 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გასულ ღამით სხვადასხვა ტიპის 174 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 160-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს ხარკოვის, კიევის, სუმის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერნიგოვის და სხვა ოლქების თავზე. 70 დრონი კი ლოკაციურად დაიკარგა.

რუსეთის ძალების მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ორ რაიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რის გამოც შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება. ასევე დაზიანებულია კერძო სახლი.

დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ობიექტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics