12:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 10:14:26, 905 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში

ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე რუსეთის შეკავებას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს რთული იქნება“.

„ეს რთული იქნება. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ მაშინ, როცა აშშ-ის მხრიდან უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები იქნება.

„ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაა. მჯერა, რომ ჩვენ (უკრაინა და აშშ) ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. ღია ვარ, მაგრამ რუსების მიმართ უკრაინელების დამოკიდებულებას ვერ შევცვლი - ისინი გვხოცავენ. ამერიკა ჩვენი მეგობარია. რუსეთი კი ჩვენი მტერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ომის დასრულება არ გვსურს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics