10:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 21:56:33, 542 ნახვა

ომი უკრაინაში
ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა

ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა 19 სექტემბერს გარდაიცვალა. როგორც გრატი წერს, წერილში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მამას გაუგზავნა, გარდაცვალების თარიღია მითითებული. წერილი 2 ოქტომბრით თარიღდება, თუმცა ჟურნალისტის მამამ მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო.

მოკლე წერილში ნათქვამია, რომ როშჩინას ცხედარი დაუბრუნდება „უკრაინულ მხარეს დაკავებულთა ცხედრების გაცვლის ფარგლებში“. გარდაცვალების გარემოებებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე, GUR-ის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა თქვა, რომ იგი პატიმართა ერთ-ერთ მომდევნო გაცვლაში უნდა ყოფილიყო ჩართული და ამისთვის იგი ტაგანროგიდან მოსკოვში გადაიყვანეს. ვიქტორიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პიოტრ იაცენკომ დაადასტურა.

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან როშჩინა ფრონტზე მუშაობდა როგორც სამხედრო ჟურნალისტი. ის ის ქვეყნდებოდა გამოცემა "ჰრომადსკაში, რადიო თავისუფლებასა და სხვა მედიაში. 2022 წლის გაზაფხულზე იგი დააკავეს FSB-ს ოფიცრებმა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლების პერიოდში მან მიიღო IWMF-ის ჟურნალისტიკის გამბედაობის ჯილდო.

2023 წლის აგვისტოში ჟურნალისტი კვლავ გაუჩინარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან, როდესაც ჟურნალისტი სტატიას ამზადებდა  "უკრაინსკა პრავდასთვის". მხოლოდ 2024 წლის 28 მაისს, მამის მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად დაადასტურა, რომ როჩინა ტყვედ აიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics