17:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:03:28, 453 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარუდგენენ

"თავისუფალი დემოკრატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარუდგენენ.
შავგულიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა საკუთარი გამოცდილების იმედი აქვს.
ამასთან, შავგულიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის პარლამენტისადმი წარდგენის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი არ აქვს.
"ეს არის მეტად საპასუხისმგებლო და მეტად საპატიო მისია და ფუნქცია და  იმედი ამქვს, ყველა ჩემს რესურს,  გამოცდილებას გამოვიყენებ.  ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ნაკლებად მაქვს იმედი, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ გარკვეულმა წევრებმა მხარი დამიჭირონ",-განაცხადა შავგულიძემ "ქრონიკასთან" საუბრისას.
ცნობისთვის, პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics