11:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 16:10:09, 1556 ნახვა

სამხედრო
ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ

ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა   ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.  

100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც ლენდროვერ ჩელენჯში.   „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა.  

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი - მონაწილეობდა. ჰააგაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ადგილზე გულშემატკივრობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics