23:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 22:14:24, 2950 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 ნოემბრის ანონსი

22 ნოემბერს, 09:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეხვდებიან.

22 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიხსნება. 
მის.: უნივერსიტეტის ქ.13, თსუ XI (ბიოლოგების, განივი) კორპუსი

22 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის კვლევას წარადგენს და პროექტის პრეზენტაციას - „რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია“ გამართავს.
22 ნოემბერს, 11:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე
დავით ზალკალიანს შეხვდებიან.

22 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ცენტრლურ ოფისში, სერგო რატიანის და მარიამ რამინაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: მიმართვა განათლების ახალ მინისტრს.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08, თეონა ოთანაძე - 577 95 11 15
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: „დისციპლინური საქმისწარმოება სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა მიმართ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე“. 
მის.: ვარდების მოედანი N1
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics