18:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 09:37:29, 662 ნახვა

სამართალი
გომელაური: აქციაზე არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს

„არეულობას არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. 

გომელაურის თქმით, აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. 

„უსაფრთხოების ზომები როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა დაცული იქნება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იქნება თუ სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით, არც ვურჩევდი ვინმეს, რომ არეულობა დაგეგმოს, ამას ფიზიკურად არ დავუშვებ. დაცული იქნება ყველანაირად როგორც აქამდე ხდებოდა, უსაფრთხოების ზომები, როგორც აქამდე წინა აქციის დროს მოხდა. მაშინ აანონსებდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა, თუმცა არაფერი არ მომხდარა. თუ იქნებიან წყნარად აქცია წყნარად ჩატარდება, თუ წყნარად არ იქნებიან, პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის ზომებს“, - განაცახდა გომელაურმა. 

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics