11:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:23:12, 693 ნახვა

რეგიონი
ყულევის პორტში ახალი ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა

საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური"   თანამედროვე  სანავიგაციო ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში  ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალ ფუნქციური  ოკეანოგრაფიულ მეტეოროლოგიური ტივტივა  განთავსდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალ ფუნქციური მეტეოროლოგიური ტივტივა თანამედროვე  სანავიგაციო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის MSM S.L.L.   მიერ  არის დამზადებული. ტივტივა  ზუსტი მონაცემებით  ახდენს წყალქვეშა დინებების ტემპერატურის, სიჩქარისა და მიმართულებების ასახვას, ასევე მაღალი  სიზუსტით გადმოგვცემს  ინფორმაციას  ზღვის რყევის ცვალებადობის შესახებ.

ყულევის პორტის აკვატორიაში   განთავსებული ახალი მეტეოროლოგიური აპარატურა    აღმოფხვრის  საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის  რისკებს, რომელიც   ყულევის პორტში ნავთობ-ტანკერების ბუქსირით  გადაადგილების დროს წყალქვეშა დინებების  მახასიათებლების შესახებ  ზუსტი მონაცემების არ არსებობის გამო იქმნებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics