19:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 12:17:05, 452 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: რადგან შემოთავაზებას დავთანხმდი, იმედიც მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს  პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

როგორც გვენეტაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, ის კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეის კანდიდატს სჭირდებოდა, გარკვეული პროცენტით დააკმაყოფილა.

გვენეტაძის თქმით, პარლამენტი თავად გადაწყვეტს, რამდენად შეესაბამება ის დასახელებულ პოზიციას, თუმცა იმედოვნებს, რომ  წარმატებას მიაღწევს.

"წინასწარ ვერ გეტყვით,  მაგრამ ის გაცხადებული კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს სჭირდებოდა, ვფიქრობ, გარკვეული პროცენტით დავაკმაყოფილე. ამიტომ, პარლამენტი  კენჭისყრის დროს თვითონ გადაწყვეტს,  რამდენად  შევესაბამები  დასახელებულ პოზიციას და გარკვეულწილად რადგან მე ამ შემოთავაზებას დავთანხდმი, იმედიც მაქვს, რომ  წარმატებას მივაღწევ",-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics