08:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 12:41:05, 455 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ

„საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ყოველი საკადრო გადაწყვეტილება დასაბუთებული და არგუმენტებით გაჯერებული უნდა იყოს.

„ძალიან ყურადღებით უნდა ვუსმენდეთ საზოგადოების მოსაზრებებს ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ. უნდა დავასაბუთოთ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ვინმეს დანიშვნას, ან დაწინაურებას, არამედ ვინც წინა ხელისუფლების, თუ სხვა დროს იყო რაიმე კრიტიკის ობიექტი. ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხები, ყველას ეხება ეს. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის გააზრება, რომ თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics