09:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 11:55:06, 698 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები. ფინანსთა მინისტრი შეხვდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის  (Suma Chakrabarti), საერთაშორისო სავალუტო ფონდის  აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს (Menno Snel), საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ აჰმედს (Masood Ahmed), აგრეთვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს (Frank Heemskerk), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე- პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოსს (Dmitris Tsitsiragos), მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს კეიკო ჰონდას, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლორა თაკს (Laura Tuck)

ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება სარეიტინგო კომპანიების Moody’s,-ის S&P-ისა და Fitch-ის, სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიების, მათ შორის, J.P Morgan-ის,  CitiBank-ის, წარმომადგენლებთან.

ნოდარ ხადური ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას - უკრაინის ფინანსთა მინისტრს ნატალია ჯარესკოს (Natalie Jaresko) და კოლეგებს აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროდან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის ვიზიტი 21 აპრილს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics