14:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 10:32:34, 799 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილ

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

რუსული ბაზა ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მოულოდნელ შემოწმებაში მონაწილეობს.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში უმაღლესი დონის საბრძოლო მძადყოფნაში იმყოფებიან და მუდმივი დისლოკაციის პუნქტიდან მაღალმთიან პოლიგონ  "ძარწემზე" გადაინაცვლეს", - ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, პოლიგონზე ათასამდე სახმედროა გაყვანილი. შემოწმებაში ასევე 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 25 აგვისტოს გამოცხადა. შემოწმება, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება, სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო წვრთნის "კავკაზ 2016"-ისთვის მზადების ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics