09:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 17:31:54, 775 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები აღდგენილია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან ერთად ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, სტიქიის შედეგებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელ ჯალაბაშვილებში დამეწყირილი გზა გაწმენდილია. გზის გაწმენდაზე ორი ტრაქტორი და ერთი სატვირთო მანქანა მუშაობდა, რომელმაც გზა ქვა-ღორღით გაამაგრა. დამატებით ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები, რომელიც გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთს საბოლოოდ გაამაგრებს.

„აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დღესვე ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულა-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე  დაიგო ასფალტის საფარი და მიმდინარეობს სასმელი წყლის  გაყვანის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სოფელს განმეორებით ეწვევა მუდმივმოქმედი კომისია, ჩატარდება გეოლოგიური კვლევა მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათას ლარით დაზარალდა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics