18:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 10:32:35, 703 ნახვა

სამართალი
თამარ ხაჭაპურიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის მიზნით,  ასოციაცია "მომავლის იმედის" თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, რომელიც  სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებს შეეხებოდა.

„თამარ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მას დაბადების მოწმობების გაყალბებაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია და ვერც დასახელებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა.

ამავე დროს, თამარ ხაჭაპურიძემ უარი განაცხადა გასაუბრების ოქმზე ხელმოწერაზე,  მოუცლელობის მიზეზით არ დაელოდა გამოკითხვის ოქმის დასრულებას და დატოვა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს, ან მისი რომელიმე სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ და შესაბამისი მსვლელობა მისცეს მითითებულ ფაქტებს, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics