23:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 15:11:43, 795 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა.

გარდა ამისა, Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.

საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დასახელდა შემდეგ კატეგორიებში:

მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინპროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა: Relovut, Bank of America, BBVA, DBS,Citi და სხვა. მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

Global Finance გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან არსებობს და მკითხველები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჰყავს. გამოცემა რეგულარულად გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ და ქვეყნის დონეზე. დაჯილდოება, რომელიც უკვე 26-ედ გაიმართა, მსოფლიო ფინანსური ინდუსტრიისთვის სანდო წყაროდ იქცა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics