23:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 15:31:34, 813 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: დაზარალებული მოსახლეობის საკრედიტო ვალდებულებების სრული სია, რამდენიმე დღეში გვექნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იმ საკრედიტო ვალდებულებების  სრული სია, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია, რამდენიმე დღეში ექნებათ.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე საუბარია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასესხო დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერაზე. 

„რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება სრული სია იმ საკრედიტო ვალდებულებების, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება გაკეთდა.აღარ მინდა, რომ რაიმე სახის დამატებითი განცხადება გავაკეთო. ამ ეტაპზე საუბარია სასესხო დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერაზე, მაგრამ დაველოდოთ რამდენიმე დღე, ბანკები თვითონ გააკეთებენ განცხადებას“, აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომენტარი ლარის კურსზზეც გააკეთა. გიორგი ქადაგიძე  ზაფხულში ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელოდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics