20:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 14:17:10, 704 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საგადასახადო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგი ალბათ, 1 თვეში გვექნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საგადასახადო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი სავარაუდოდ ერთ თვეში იქნება. 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის მიერ დაანონსებულ საგადასახადო ლიბერალიზაციის თემის კომენტირებისას განუცხადა. 

 „საგადასახადო ლიბერალიზაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია. ალბათ, უახლოეს 1 თვეში გვექნება შედეგი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს. 

„დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაცხადებთ საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მეტ ჟანგბადს მისცემს კერძო სექტორს იმისთვის, რომ გადაიტანოს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს",– აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics