12:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:59:47, 684 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 59%-ით გაიზარდა

2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 59 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 62,569 მგზავრი, რაც 59 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (39,273 მგზავრი).

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება ზაფხულის სეზონზეა მოსალოდნელი.

სტატისტიკა მომზადებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics