13:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 13:23:36, 419 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების მატება შეჩერებულია

„ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასები სტაბილურია და მატება არ შეინიშნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ, ლარის გაუფასურების გამო, მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო თვეში მედიკამენტებზე ფასების კლება ფიქსირდება.

„თვეში ორჯერ, ჩვენ ფასების მონიტორინგს ვაწარმოებთ. იმ პერიოდში, როდესაც ლართან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობდა, შევძელით, ძირითად მედიკამენტებზე ფასები მეტნაკლებად შეგვენარჩუნებინა. არავისთვის დაგვიძალებია, რომ ფასები არ გაეზარდათ. ამ ეტაპზე ბაზარზე ფასები სტაბილურია. იმ პერიოდში, დაახლოებით 500-600 დასახელების მედიკამენტი 10-15%-ით გაძვირდა, თუმცა შემდეგ ზრდა შეჩერდა და ამ ეტაპისთვის არანაირი მატება აღარ შეინიშნება, პირიქით, ზოგიერთმა სააფთიაქო ქსელმა, ბოლო პერიოდში, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები შეამცირა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics