14:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 10:01:25, 1015 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, „სარფი“-ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველოს პირველი სამსახურის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გ. მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics