18:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:05:56, 847 ნახვა

სხვადასხვა
ვისბადენში კინოფესტივალზე ქართულმა ფილმებმა საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს

გერმანიის ქალაქ ვაისბადენში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე goEast - ქართულმა ფილმებმა საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს. 

ფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის (Award of the City of Wiesbaden for Best Director) და ფიპრესის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის (International Film Critics' Award for Best Fiction Feature) - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმმა - "ჩემი ბედნიერი ოჯახი " დაიმსახურა.

საფესტივალო ჩვენებები აღნიშნული ფილმებით გაიხსნა. კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების ჯილდო (Award of the Federal Foreign Office for Cultural Diversity) კი რატი ონელის "მზის ქალაქმა" დაიმსახურა. 

ფილმმა საუკეთესო რეჟისურისთვის კიდევ ერთი ჯოლდო სოფიას კინოფესტივალზეც მიიღო.

goEast-ს ფარგლებში კიდევ რამდენიმე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი აჩვენეს. ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", ოთარ იოსელიანის "ზამთრის სიმღერა" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება".

ცნობისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics