07:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 16:25:12, 785 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით, ორფოლოს სასროლეთზე საველე სწავლება გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის და 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულებმა გეგმიური სწავლება საჩვენებელი წვრთნით დაასრულეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური გადაადგილების, თავმოყრის რაიონის დაკავების, საბრძოლო პოზიციის დაცვის, ბრძოლიდან გამოსვლის, პოზიციის გამაგრების და ძალთა გადაჯგუფების დავალებები შეასრულეს. საველე-საჩვენებელი წვრთნები ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფების მხარდაჭერით გაიმართა და ასეულის ტაქტიკური ჯგუფის საბრძოლო სროლებით დასრულდა.

საველე სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 180 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics