03:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 15:43:25, 774 ნახვა

სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), საქართველოში სამუშაო ვიზიტით, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დღეს ამერიკელ ექსპერტებს ბრუს ბახის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება იყო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკელ ექსპერტებს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად, სტრატეგიული ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა გრძელვადიანი შესყიდვების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებას.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.

ამერიკელი ექსპერტებთან შეხვედრას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics