16:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:20:57, 1069 ნახვა

სხვადასხვა
BBC „ფრესკოსა“ და „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომელთა პროტესტს ეხმაურება

სუპერმაკეტების ქსელ „ფრესკოსა“ და მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლების პროტესტს ბრიტანული მედია საშუალება - BBC სპეციალურ სტატიას უძღვნის.  

BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქართველი დასაქმებულები პროტესტისთვის სოციალურ მედიას იყენებენ და დამსაქმებლებს, საკუთარი შრომითი უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. 

სტატიაში ნათქვამია, რომ „ბიბლუსისა“ და „ფრესკოს“ შემთხვევებში ორივე პროტესტი Facebook-ით დაიწყო, სადაც შესაბამის ვიდეოებს საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა, კერძოდ კი ვიდეო ათასობით ადამიამა ნახა. 

"ჩვენი უფლებების დასაცავად, სოლიდარობა და გაერთიანება გვჭირდება. მოვუწოდებთ ყველა დასაქმებულს, შემოგვიერთდნენ. პრობლემა საერთო საკითხს ეხება. დააფიქსირე სოლიდარობა და დადექით ჩვენთან ერთად“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში. 

BBC-ის ერთ-ერთი Facebook მომხმარებლის კომენტარი მოჰყავს ციტატად, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში შრომის კოდექსი ერგება ყველას, გარდა დასაქმებულებისა. 

გარდა ამისა, მედია საშუალების სტატიაში ნათქვამია, რომ "ბიბლუსის" ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს და თვლის, რომ ტანამშრომლებს მუშაობისთვის ნორმალური პირობები აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში 12-საათიანი სამუშაო გრაფიკზე, სამუშაო პროცესში არსებული აკრძელვებზე, ანაზღაურების ხელოვნური დანაკლისებით გაცემისა და სხვა მძიმე შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევებზეა საუბარი. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელეს ასევე, წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომლებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics