2015-03-20 16:31:49, 510 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება
იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს გუნდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტის მიერ ნინო გვენეტაძის არჩევას მიესალმება.
თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე მჭიდროდ ითანამშრომლებს სამინისტროსთან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების გზაზე და ერთიანი ძალისხმევით დანერგავენ რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეებს.
წულუკიანი, ასევე, მოხარულია, რომ ქალბატონი გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წარმატებას უსურვებს მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე არჩეულია. გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან