|
2015-03-12 09:30:57, 505 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება
"ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება, რაც კარგი ნიშანია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად რეგიონში რთული ვითარებაა, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების ზრდის ტენდენციაა. „მინდა ვისაუბრო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ეს ეხება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მიმაჩნია, რომ ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, რაც ყველას შეეხო და მათ შორის საქართველოს. ამ ფონზე აღსანიშნავი არის, რომ ინვესტიციების ზრდის ტენდენციაა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა, ჩვენი მთავრობის მიმართ იზრდება, რაც კარგი ნიშანია. გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 272 მილიონი დოლარი, რაც 39%-ით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს. ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტში და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და შეადგინა 343 მიულიონი აშშ დოლარი. მეორე ადგილზე არის მშენებლობა 295 მილიონი დოლარით. შარშან მართლაც მშენებლობის ბუმი იყო საქართველოში, გასული 5 წლის განმავლობაში ეს მნიშვნელოვანი ზრდა იყო. მრეწველობაში 174 მილიონი ინვესტიციე განხორციელდა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრები სულ 23 საკითხს განიხილავენ.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)