03:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 12:53:37, 839 ნახვა

სხვადასხვა
ტელეკომპანია BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს

ტელეკომპანია BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" თურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დოკუმენტური ფილმების გადასაღებად საქართველოს კომპანია Edenwood Productions გადამღები ჯგუფი ეწვია. ტურში მონაწილეობას მთავარი პროდიუსერი Lydia Conway და დამხმარე ასისტენტი Benjamin Arnott იღებენ. 

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა 2 კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხე დაათავალიერეს. ჯგუფის წევრებმა გადაიღეს თბილისი, მცხეთა, უფლისციხე ბორჯომი, რაბათი, ვარძია, წყალტუბო, აჭარა, სვანეთი, ზუგდიდი, მარტვილი, ქუთაისი, გორი, კახეთი, ანანური და ყაზბეგი. თითო ფილმი ერთსაათიანი იქნება და საქართველოს კულტურას, ისტორიას, რელიგიას და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მიეძღვნება. 

"ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასვლის შემდეგ დოკუმენტური ფილმების ნახვა BBC-ის და გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ის გვერდებზე იქნება შესაძლებელი. www.bbc.co.uk www.telegraph.co.uk”, - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics