2016-07-19 14:10:33, 1687 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთმა აშშ-ს სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
ილდირიმის თქმით, ოფიციალური მიმართვა აშშ-ს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა გაუგზავნა.
"ჩვენ მივმართეთ აშშ-ს, რომ ტერორისტი გიულენის ექსტრადირება მოხდეს. ოფიციალური მიმართვა იუსტიციის მინისტრმა გადაგზავნა", - განაცხადა ილდირიმმა.
შეგახსენებთ, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო და თურქეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან