05:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 13:17:13, 1682 ნახვა

მსოფლიო
AP: თურქეთში განვითარებულ მოვლენებს 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი სამხედრო მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მეთაური უმიტ დუნდარი აცხადებს, თურქეთში განვითარებულ მოვლენებს 190-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მისივე თქმით, გარდაცვლილია 41 პოლიციელი, 2 სამხედრო პირი, 47 მშვიდობიანი მოქალაქე და 104 მეამბოხე.

ცნობისთვის, ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა 90 ადამიანი, 1154 კი მძიმედ დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

დაახლოებით, 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. დაკავებულთა რაოდენობა 1563-ს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics