2016-07-16 03:38:42, 1470 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 4 სამხედრო დააკავა
სტამბოლის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ოთხი სამხედრო დააკავა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის უმსხვილეს ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ძალებია გაგზავნილი.
ამასთან, სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია.
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება.
თურქეთში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან