18:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:56:29, 1173 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთის მცხოვრები არსენ მარდალეიშვილი დააკავეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცახდებით, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთიში მცხოვრები არსენ მარდალეიშვილი დააკავეს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც მედია საშუალება, უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, მარდალეიშვილი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს. რუსეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, დაკავებული ესტონეთის პოლიციასთან თანამშრომლობდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა.

ცნობისთვის, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 1969 წელს დაბადებული მოქალაქეობის არმქონე პირია.

თებერვლის ბოლოს "შერემეტიოვოს აეროპორტში" რუსმა სამართალდამცველებმა ჯაშუშობის ბრალდებით ესტონეთის მოქალაქე რაივო სუსი დააკავეს, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

მედიის ინფორმაციით, 2015 წლის ზაფხულში ჯაშუშობისთვის რუსეთში ესტონეთის კიდევ ერთ მოქალაქეს ესტონ კოჰვერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სექტემბრის ბოლოს ის ესტონეთის პოლიციის ოფიცერზე ალექსეი დრესსენზე გაცვალეს, რომელიც ესტონეთში რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის იხდიდა სასჯელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics