13:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:46:23, 741 ნახვა

სამხედრო
საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის კურსის დასრულების აღსანიშნავად ცერემონიალი გაიმართა. მონაწილეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ყურადღება საბრძოლო მედიკოსების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილეს. 


ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. აშშ-ის საბრძოლო სამედიცინო კადრების მობილური სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორებს კი, მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ.

„საბრძოლო მედიკოსის ინსტრუქტორის“ კურსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის ფარგლებში სამხედრო-სამედიცინო სკოლის პირადი შემადგენლობა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორი სამხედრო მოსამსახურე გადამზადდა.

სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის საბრძოლო სამედიცინო კადრების მობილური სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორების მიერ ქართველი ინსტრუქტორებისთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ინსტრუქტორების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და შეფასების სისტემის დახვეწას.

საბრძოლო მედიკოსების ინსტრუქტორების მომზადებასა და სწავლების ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკის შეერთებული შტატების CUBIC-ის მრჩეველთა ჯგუფმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა (ODC) შეასრულეს. სწორედ, მათი აქტიური დახმარებით განხორციელდა აშშ-ის საბრძოლო სამედიცინო კადრების მობილური სასწავლო ჯგუფის ჩამოყვანა საქართველოში და ქართველი ინსტრუქტორების მომზადება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics