12:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 14:28:08, 1355 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 3,4 მილიარდ დოლარის გამოყოფას გეგმავს

თეთრი სახლი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 3,4 მილიარდ დოლარის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნული საკითხი კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტი განიხილავს. კონგრესმა შესაძლოა,  უკრაინისთვის სამხედროების მოსამზადებლად 150 მილიონი დოლარის გამოყოფასაც დაუჭიროს მხარი.

როგორც აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა ადამ სმიტმა განაცხადა, ვაშინგტონის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის არსებობა და მოკავშირეების მხარდაჭერა წარმოადგენს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გათვალისწინებული თანხის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დახმარება.

როგორც ვაშინგტონში მიიჩნევენ, ეს ქვეყნები, მოსკოვის მხრიდან ზეწოლას ყველაზე მეტად განიცდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics