11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 19:42:08, 1053 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრაა

იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:26 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მაშიკთან იყო, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. 

ადგილობრივი მედია შენობებში ხანძრების შესახებაც იუწყება.

მიწისძვრის შედეგად, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. იაპონიის ზოგიერთ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ატომურ ელექტროსადგურებზე „გენკაისა“ და „სენდაიზე“ შემოწმება მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურები კუნძულ კიუსიუზეა განთავსებული.

მიწისძვრის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა. სინძო აბემ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომების გატარების განკარგულება გასცა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics