20:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 22:45:33, 996 ნახვა

მსოფლიო
ქალაქ დებალცევოდან ბოლო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალურად მოახსენეს, რომ ქალაქ დებალცევოდან ბოლო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გამოვიდა. როგორც პეტრო პარაშენკოს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, დებალცევოში უკვე არცერთი, უკრაინელი სამხედრო არ იმყოფება.

ქალაქ დებალცევოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ სეპარატისტებმა ამ პლაცდარმის გასანადგურებლად დიდ ძალას მოუყარეს თავი. დონეცკელმა და ლუგანსკელმა მეამბოხეებმა 10 ათასამდე მებრძოლით, 150-მდე ტანკისა და ჯავშანტრანსპორტიორის, და მსხვილკალიბრიანი არტილერიის მეშვეობით, დებალცევოს რაიონზე ორი, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან მიიტანეს იერიში.

23 იანვარს დაწყებული ბრძოლა თითქმის არ შეწყვეტილა. ის მინსკში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების დროსაც კი გრძელდებოდა. საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროის მანძილზე, საბრძოლო მოქმედებების რაიონში დაიღუპა 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, 500-მდე კი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics