16:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 13:38:37, 536 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის მტკიცებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი, რეალურად, ქართველია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ქართველია. უცხო ქვეყნიდან მიგრაციის სტატისტიკურ მონაცემები "ოცნების" პრემიერმა პარლამენტს გააცნო, სადაც ინტერპელაციის წესით, კონკრეტულ კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს. 

კობახიძის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქვეყანაში მყოფ უცხოელთა 29.9%-ს შეადგენენ, რაც 32 129 ადამიანს მოიცავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი დაახლოებით 30% საქართველოს ყოფილი მოქალაქეები ან ქართული გვარის მქონე პირები არიან.

მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე გააჟღერა გაძევების სტატისტიკაც.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29.9%, 32 129 ადამიანი. აქ მინდა, დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან, რეალურად, ქართველები.

გაძევებულ პირთა 20.5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12.9% თურქეთის მოქალაქეები, 12% ირანის მოქალაქეები, 7.5% ჩინეთის მოქალაქეები, 5.6% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ეს არის საერთო სტატისტიკა გაძევების მიმართულებით, - თქვა დღეს კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics