10:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 19:29:46, 449 ნახვა

პოლიტიკა
CNN: დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება

„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება.

ამერიკული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის გარშემო წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონში განიხილავენ ირანზე დარტყმების მიტანის შესაძლებლობას. მედიის ინფორმაციით, სამიზნე იქნება როგორც ბირთვული ობიექტები, ასევე ირანის ხელმძღვანელობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც, წყაროების ცნობით, ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დახოცვაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას.

„სიენენი“ ასევე წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ამასთან, წყაროს ცნობით, ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში ვაშინგტონის მოთხოვნა იყო, რომ ირანი დათანხმებულიყო ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსის შემცირებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის. „სიენენის“ ინფორმაციით, წინაპირობებს შორის ასევე სახელდებოდა ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე საბოლოოდ უარის თქმა, ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროგრამებზე შეზღუდვების დაწესება და რეგიონული მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა. როგორც მედია იტყობინება, საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ მზად არის მხოლოდ ბირთვული პროგრამის გარშემო საკითხების განსახილველად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics