00:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 12:33:02, 1489 ნახვა

პოლიტიკა
გელაძე: პირადად გავეცანი დოკუმენტაციას და დარწმუნებით ვამბობ, შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე BBC-ის საგამოძიებო მასალას "აბსურდსა და სიცრუეს" უწოდებს.

ის ამტკიცებს, რომ პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტაციას, შესყიდვას და "სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი".

"გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი", - ამბობს ის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics