23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 00:28:45, 1757 ნახვა

პოლიტიკა
მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი - ქიმიური თავდასხმა თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?

მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ბროუდერის თქმით, "საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?" 

ამის შესახებ ბროუდერი X-ზე წერს.

"საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ეფექტები ზემოქმედების შემდეგ კვირების განმავლობაში გრძელდება. ეს უზნეობის ახალი დონეა. საკითხავი მხოლოდ ის არის, ეს თავად მოიფიქრეს თუ მათმა რუსმა ზემდგომებმა ასწავლეს?" - წერს ბროუდერი.

გასულ წელს, თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა „კამიტი“, ქიმიური საბრძოლო ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროინდელია, BBC-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად.

კამიტი საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები მწირია; ითვლება, რომ ის თანდათანობით გაუქმდა 1930-იან წლებში მისი გრძელვადიანი ეფექტების შესახებ შეშფოთების გამო. მის ნაცვლად გამოიყენეს CS გაზი, რომელსაც ჩვეულებრივ „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics