20:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 18:14:57, 2411 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - კიევს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია აშშ-გან შეთანხმებული თავდაცვის დახმარების შეჩერების შესახებ

უკრაინას არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია აშშ-გან შეთანხმებული თავდაცვის დახმარების შეჩერების შესახებ, ახლა ეს საკითხი პირდაპირ ამერიკელებთან გაირკვევა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაზუსტების მიზნით, შეერთებული შტატების კოლეგებთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა.

განცხადების თანახმად, ამერიკელ პარტნიორებთან კონტაქტების შედეგები დამატებით გახდება ცნობილი უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე.

ამავდროულად, უწყებამ აღნიშნა, რომ „უკრაინაში გარკვეულ პირებს“, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო აკეთებენ კომენტარს სიტუაციაზე, არ აქვთ ყველა ფაქტობრივი მონაცემი“.

„უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს მდგრადობა, უწყვეტობა და პროგნოზირებადობა შეთანხმებული თავდაცვის დახმარების გაწევისას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების სფეროში. ჩვენ მადლიერნი ვართ შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის და დიდად ვაფასებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეალური მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ომის დასრულების გზა აგრესორზე თანმიმდევრული და ერთობლივი ზეწოლისა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გზით გადის“, – აღნიშნულია გაცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის გარკვეული ტიპის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება შეუჩერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics