13:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 16:17:03, 841 ნახვა

სამართალი
„რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ, თბილისში, რატის ბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ერთ პირს  ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ვ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით - დანაშაულის შეუტყობინებლობა, წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, ქ. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე რატის ბარში, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული  მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და  იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ბრალდებულს   ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ცნობისთვის, მკვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე რატის ბარში 11 მაისს მოხდა. შსს-მ 2 პირი იმავე დღეს დააკვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics