18:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 10:36:40, 1042 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - დუმილი იმაზე, რომ რუსეთი ბავშვებს ბალისტიკური იარაღით ხოცავს, სახიფათოა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "რუსეთმა ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი". 

განცხადება მოჰყვა 4 აპრილს უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 18 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი. 

"დუმილი იმაზე, რომ რუსეთი ბავშვებს ბალისტიკური იარაღით ხოცავს, მცდარი და სახიფათოა. ეს მხოლოდ ახალისებს კრემლის ბოროტმოქმედებს, რომ განაგრძონ ომი და კვლავ უგულებელყონ დიპლომატია.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მადლიერება გამოხატა იმ ლიდერების, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საელჩოების მიმართ, რომლებმაც თავდასხმაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. 

"მსოფლიოს ბევრმა წარმომადგენელმა გამოხატა თავისი პოზიცია თავდასხმის შემდეგ. ყველას, ვინც ამას ხედავს და თვალს არ ხუჭავს. ამბობს სიმართლეს მკაფიოდ და ღიად მადლობა უნდა გადავუხადოთ". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მათზე, რეალური ზეწოლა, არ დავკარგოთ დრო ფუჭ ლაპარაკში. რათა ეს ომი დასრულდეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics