21:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 09:04:40, 468 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუდანოვი - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი დღეს კურსკის ოლქში ჩავა

ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი დღეს კურსკის ოლქში ჩავა,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა The War Zone-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაეხმარება რუსებს უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორი იქნება მათი აღჭურვილობა.

"პირველ დანაყოფებს კურსკის მიმართულებით 23 ოქტომბერს ველოდებით",- აღნიშნა ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთის მხარდასაჭერად, 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics